დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007
კომისია აღნიშნავს, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის შერჩეულ იქნა სიხშირე 5660მჰც±10მჰც..
სიხშირე 5660მჰც±10მჰც, გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი სისტემის რადიოტერმინალების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სიხშირე 5660მჰც±10მჰც, ზოლის სიგანით 20მჰც, საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი სისტემის რადიოტერმინალების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
