შპს „ავიასერვისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ავიასერვისისთვის” შერჩეული სიხშირეები 4721კჰც და 131,525 მჰც, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საჰაერო მოძრავი სამსახურებისთვის გამოყოფილი სიხშირული ზოლის ფარგლებშია, პარამეტრები შეთანხმებულია ”საქაერონავიგაციის” შესაბამის სამსახურთან და აღნიშნულ სიხშირეებზე რადიოსადგურების გამოყენების შესაძლებლობა, დადასტურებულია ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტაციის მიერ (წერილი №06/619, 09.07.2007 განცხადებას თან ერთვის).
სიხშირები 4721კჰც და 131,525 მჰც, გათვალისწინებულია, ქ.საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული, საჰაერო მოძრაობის სამსახურის მიწისზედა რადიოსადგურების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ავიასერვისს” სიხშირები 4721კჰც და 131,525 მჰც, ქ.საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული, საჰაერო მოძრაობის სამსახურის მიწისზედა რადიოსადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ავიასერვისისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ავიასერვისისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს
(ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
