წვდომის მენიუ

შპს ”ალფა ექსპრესი”- სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 440 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ალფა ექსპრესს”- მა  (რეგისტრირებული  თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 202340984; 15.06.06) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს  ”ალფა ექსპრეს”-ს 420.550 მგჰც და 425.650 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ალფა ექსპრესი”- სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  ”ალფა ექსპრესი”- სთვის   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები