შპს ”მაგნატი XXI”- სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”მაგნატი XXI”- მა (რეგისტრირებული ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 212892510; 28.06.07) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე დაცვითი საქმიანობისთვის სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე (ორი სიხშირე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში და ერთი სიხშირე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში). სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”მაგნატი XXI”- ს 441.150 მგჰც, 446.400 მგჰც და 165.550 მგჰც სიხშირეები ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ”მაგნატი XXI”- სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”მაგნატი XXI”- სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
