წვდომის მენიუ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 447 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა  (რეგისტრირებული ქ.ფოთის საგადასახადო ინპექციის მიერ,  28.05.2005 წელს, საიდენტიფიკაციო №215124611), კომისიას მიმართა განცხადებით (№159,13.07.07), საზღვაო მეტეოროლოგიური ტივტივებიდან ტელემეტრული ინფორმაციის გადასაცემად და რადიომოდემების ფუნქციონირებისთვის, UHF და VHF დიაპაზონებში ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

         კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის UHF დიაპაზონში შეირჩა სიხშირეები (460.500მჰც±12.5კჰც; 460.525მჰც±12.5კჰც; 460.550მჰც±12.5კჰც; 460.575მჰც±12.5კჰც; 460.600მჰც±12.5კჰც) რაც, კომისიის მოთხოვნის (წერილი №06/1514-07, 25.07.07) შესაბამისად, ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ დამამზადებელ კომპანიასთან იქნა შეთანხმებული. აგრეთვე, VHF დიაპაზონში, გეოდეზიური ხელსაწყოს ტექნიკური მონაცემებით განსაზღვრულ სიხშირულ ზოლში რადიომოდემების ფუქციონირებისთვის, შეირჩა 167.100მჰც±12.5კჰც და 169.225მჰც±12.5კჰც სიხშირეები.

სიხშირები: 460.500მჰც±12.5კჰც; 460.525მჰც±12.5კჰც; 460.550მჰც±12.5კჰც; 460.575მჰც±12.5კჰც; 460.600მჰც±12.5კჰც; 167.100მჰც±12.5კჰც და 169.225მჰც±12.5კჰც, გათვალისწინებულია, საზღვაო მეტეოროლოგიური ტივტივებიდან ტელემეტრული ინფორმაციის გადასაცემად და გეოდეზიური ხელსაწყოების რადიომოდემების ფუნქციონირებისთვის და  გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს სიხშირები: 460.500მჰც±12.5კჰც; 460.525მჰც±12.5კჰც; 460.550მჰც±12.5კჰც; 460.575მჰც±12.5კჰც; 460.600მჰც±12.5კჰც; 167.100მჰც±12.5კჰც და 169.225მჰც±12.5კჰც, საზღვაო მეტეოროლოგიური ტივტივებიდან ტელემეტრული ინფორმაციის გადასაცემად და გეოდეზიური ხელსაწყოების რადიომოდემების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს

 (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                               ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                                დ.პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები