წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 18 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 448 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 07 აგვისტოს  N 18 მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  გადატანილ იქნეს № 18 მოსამზადებელი სხდომის დღის წერისგის პროექტის მე-2 საკითხის (შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა”  და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის მოსამზადებლად წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესახებ) განხილვა მხარის გამოუცხადებლობის გამო მ/წლის 17 აგვისტოს მოსამზადებელი სდომის დღის წერიგის პროექტში;

2.  დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 07 აგვისტოს N 18 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები