წვდომის მენიუ

”სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ” კომისიის 2007 წლის 18 იანვრის №34/8 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტ

ნომერი: 45 / 8

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2007

მიღების თარიღი იანვარი 26, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 18 იანვრის №34/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად ქ.რუსთავში.

კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური სახის შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების  პირველი პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებში ციფრები 25XXXX, 27XXXX, 28XXXX  მაგივრად მითითებული უნდა იყოს ციფრები: 11XXXX, 13XXXX, 16XXXX.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. გასწორდეს დაშვებული ტექნიკური შეცდომა და 2007 წლის 18 იანვრის №34/8 გადაწყვეტილების:

ა) პირველი  პუნქტის ა) ქვეპუნქტში ციფრები: 25XXXX  შეიცვალოს ციფრებით 11XXXX;

ბ) პირველი  პუნქტის ბ) ქვეპუნქტში ციფრები: 27XXXX  შეიცვალოს ციფრებით 13XXXX;

გ) პირველი  პუნქტის გ) ქვეპუნქტში ციფრები: 28XXXX  შეიცვალოს ციფრებით 16XXXX;

2.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” -სთვი გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები                             დ.პატარაია

                                                               გ.ფრუიძე

                                                           ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები