საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 10, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 10 აგვისტოს N 50 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 50 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ბ) ი/მ ”მუხრან კვარაცხელიას” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 10 აგვისტოს N 50 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
