წვდომის მენიუ

შპს ”ქართული სატელეფონო კომანია GTC”- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 51 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 454 / 6

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (31.07.2007 №7/237-07) მიმართა შპს ”ქართული სატელეფონო კომანია GTC”- მ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F51 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ” ქართული სატელეფონო კომანია GTC ” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F51 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე და 1974.375 მჰც-დან 1979.375-მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე  (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა);

) გადამცემის სიმძლავრე - 20 ვტ;

) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  29.04.2008 -მდე;

) უზრუნველყოს შპს  “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”- ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულირადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F51 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ”ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს”.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად  ”სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთიდაიგივე ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობისათვის”. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, “ქართული სატელეფონო კომპანია GTC ”-ს N F51 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული მონაკვეთი - 1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე შუალედში, განკუთვნილია ფიქსირებული უსადენო ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემებისათვის და ლიცენზიის გაგრძელებისათვის გადასახდელის ოდენობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული ღირებულება, ხოლო N F51 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული სპექტრის - 1974.375 მჰც-დან 1979.375-მჰც-მდე  მონაკვეთის ღირებულების გაანგარიშებისას - მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული ღირებულება.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ” ქართული სატელეფონო კომანია GTC ”-ს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F51  ლიცენზიას მოქმედების ვადა უგრძელდება 2007 წლის 10 აგვისტოს, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტია ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2005 წლის 10 აგვისტოდან -  2007 წლის 10 აგვისტომდე ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს და ”სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს შორის მიმდინარე დავის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორების საექსპერტო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს მიერ 1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე და 1974.375 მჰც-დან 1979.375 მჰც-მდე სიხშირული სპექტრის რესურსის გამოყენებით განხორციელებული ავტორიზებული საქმიანობა კვალიფიცირდება, როგორც ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება შეზღუდული მობილურობის შესაძლებლობით (არაგარანტირებული მიღებითა და დაბალი ხარისხით).

             შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC ”-ის N F51 ლიცენზიის პირობებით განსაზღვრულია მომსახურების გეოგრაფიული ტერიტორია - მთელი საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის და გარდაბანის გარდა.  შესაბამისად, შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC ”-ის N F51 ლიცენზიის გაგრძელებისას, ლიცენზიის სააუქციონო საშუალო ღირებულების გაანგარიშება, როგორც მოძრავი, ასევე ფიქსირებული სპექტრალური ზოლის ნაწილში განხორციელდა გეოგრაფიული ზონალობის პრინციპის გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა გათვალისწინებულია არა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მის ნაწილზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის სიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის საშუალო ოდენობის გეოგრაფიული ზონალობის პრინციპით გადაანგარიშების პრაქტიკა კომისიას ადრე არ ჰქონია. ამ შემთხვევაში ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ცალკეულ ზონებში მობილური საკომუნიკაციო ქსელის ბაზური სადგურების საჭირო რაოდენობის გაანგარიშების მოდელის გამოყენება. ამ მიზნით გამოყენებულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი მოდელები.

                კომისიამ იხელმძღვანელა რა ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით და  შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTS”-ის F51 ლიცენზიის მოქმედების გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით, 1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე, 5 მჰც-იანი სპექტრალური ზოლის ნაწილში, 5 მჰც სიხშირული ზოლის სრულმა ღირებულებამ შეადგინა - 122,486.44 ლარი (ას ოცდაორი ათას ოთხას ოცხმოცდაექვსი ლარი და 44 თეთრი), ხოლო ამავე ლიცენზიის 1974.375 მგჰც-დან 1979.375-მგჰც-მდე, 5 მგჰც-იანი სპექტრალური ზოლის ნაწილში 5 მჰც სიხშირული ზოლის ღირებულებამ შეადგინა  - 2,661,484.48 ლარი (ორი მილიონ ექვსას სამოცდაერთი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცდარვა თეთრი).

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ, შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის N F51 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის სალიცენზიო გადასახდელის სრულმა ოდენობამ შეადგინა 2,783,970.93 (ორი მილიონ შვიდას ოცხმოცდასამი ათას ცხრაას სამოცდაათი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარი.

        ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 51 ლიცენზიას 2007 წლის 10 აგვისტოდან 10 წლით - 2017 წლის 10 აგვისტომდე;

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F51 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 2,783,970.93 (ორი მილიონ შვიდას ოცხმოცდასამი ათას ცხრაას სამოცდაათი ლარი და  ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარით.

3. უზრუნველყოს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-მ 2,783,970.93 (ორი მილიონ შვიდას ოცხმოცდასამი ათას ცხრაას სამოცდაათი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარის 2007 წლის 10 სექტემბრამდე გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773021;

4. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 51 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე და 1974.375 მჰც-დან 1979.375-მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე  (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა);

ბ) გადამცემის სიმძლავრე - 20 ვტ;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  10.08.2017 წ-მდე;

დ) უზრუნველყოს შპს  “ქართული სატელეფონო კომპანია GTC ”-მ 1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე და 1974.375 მჰც-დან 1979.375-მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის შეზღუდული მობილურობის შესაძლებლობით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                         დ.პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები