წვდომის მენიუ

შპს “რადიო საქართველოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 455 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს “რადიო საქართველომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 დეკემბრის № 5/4-1040 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 156, 19.07.07.), კომისიის მიერ 2005 წლის 16 დეკემბერის გადაწყვეტილებით №785/13 ქ.თბილისში, სტუდიიდან  მთაწმინდის ანძამდე მონაკვეთზე რადიოსარელეო კავშირისთვის,  მინიჭებული სიხშირის (13228.75მგჰც) შეცვლის მოთხოვნით.  

       კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რადიო საქართველოს” ხელმძღვანელობის განმარტებით, სიხშირის ცვლილების აუცილებლობა განაპირობა, კომპანიის საკუთრებაში  არსებული  რადიოსარელეო  მოწყობილობის სიხშირის ცვლილების შეზღუდულმა ფარგლებმა რაც 13228.75მგჰც სიხშირეზე ფუნქციონირების შესაძლებლობას გამორიცხავს.

       კომისიას    მიზანშეწონილად   მიაჩნია     შპს     “რადიო საქართველოს”   ქ.თბილისში  რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (მარშალ გელოვანის №2) – მთაწმინდის ანძამდე მონაკვეთზე რადოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, მიენიჭოს ამ მიზნით შერჩეული სიხშირე 12220მჰც± 7მჰც, ნაცლად 13228.75მგჰც ±14 მგჰც სიხშირისა, რაც კომისიის  2005 წლის 16 დეკემბერის გადაწყვეტილებით №785/13  არის მინიჭებული.

     სიხშირე განსაზღვრულია  რადიოსარელეო კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

     “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის I პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტაციული კოდექსის 61-ე მუხლის I პუნქტის   და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “რადიო საქართველოს”   სიხშირე 12220მჰც± 7მჰც, გატარების ზოლით 14 მგჰც ქ. თბილისში,  რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (მარშალ გელოვანის №2) – მთაწმინდის ანძამდე შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით, ლიცენზიის  № B66 მოქმედების ვადით (ვადა 01.11.2013);

2. ძალადაკარგულად  იქნეს  ცნობილი  კომისიის გადაწყვეტილება (№785/13,16.12.05), შპს ”რადიო საქართველოსთვის სიხშირის მინიჭების შესახებ; 

3.  აღირიცხოს  შპს “რადიო საქართველოსთვის”  მინიჭებული   სიხშირე კომისიის  შესაბამის  უწყებრივ  რეესტრში (რ.ქურდაძე);

4.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “რადიო საქართველოსთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს

 (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ზ.ნონიკაშვილი

კომისიის   წევრი                                                                                     დ.პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები