წვდომის მენიუ

შპს ”ეარ ვისოლი”- სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 456 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს  ”ეარ ვისოლ”-მა  (რეგისტრირებული  თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 205182817; 18.07.07) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს  ”ეარ ვისოლ”-ს 154.725 მჰც სიხშირე ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს  ”ეარ ვისოლი”- სთვის   მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  ”ეარ ვისოლი”- სთვის   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები