წვდომის მენიუ

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 457 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა”  (რეგისტრირებული ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ,   №01/04-1314, 12.04.2000), კომისიას მიმართა განცხადებით (№ 0733-08/27, 17.07.07), ქ.ბათუმში, საზღვაო სიხშირეების დიაპაზონში 155.500 მჰც-დან 162.550 მჰც-მდე, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით. 

კომისია აღნიშნავს, რომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის S5.226 და S32.63 სტატიების შესაბამისად,  ზოლებში 156.0 მჰც-დან 156.7625 მჰც-მდე და 156.8375 მჰც-დან 157.45 მჰც-მდე პრიორიტეტი ენიჭება საზღვაო მოძრავ სამსახურს. შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის”  მისანჭებელი ფიქსირებული სიხშირეები აღნიშნული ზოლების ფარგლებში იმყოფება და გამოყენებული უნდა იქნეს რეგლამენტის შესაბამისად ქ.ბათუმის ნავსადგურში მცურავი საშუალებების რადიოსადგურებსა და ნავსადგურის სახმელეთო რადიოსადგურებს შორის რადიოკავშირისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის-471-ე მუხლის, 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს  შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს”  სიხშირები 156.300 მჰც, 156.400 მჰც, 156.450 მჰც, 156.500 მჰც, 156.550 მჰც, 156.600 მჰც 156.800 მჰც, 156.375 მჰც, 156.425 მჰც, 156.475 მჰც, 156.525 მჰც, 156.575 მჰც, 156.650 მჰც, 156.700 მჰც, 156.750 მჰც, 156.625 მჰც, 156.725 მჰც, 156.675 მჰც ქ.ბათუმში ნავსადგურის მცურავი საშუალებების და ნავსადგურის ქვედანაყოფების რადიოსადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის”  მინიჭებული სიხშირები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს

 (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები