წვდომის მენიუ

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ

ნომერი: 46 / 8

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2007

მიღების თარიღი იანვარი 30, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 29 დეკემბრის №581/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:

ა) 15XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. რუსთავში;

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

ბ)  17XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. რუსთავში;

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

გ)  18XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. რუსთავში;

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

            ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 15 იანვრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების  ჩატარების თარიღად -  2007 წლის 30 იანვრის 13:00  საათი;

აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს: შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ”, ფიზიკურმა პირმა - რომან ანთაძემ და სს ”ტელენეტმა”.

კომისია აღნიშნავს, რომ რომან ანთაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ ჰქონდა სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი თითოეული ლიცენზიისთვის. კომისიის 2007 წლის 18 იანვრის №32/8 გადაწყვეტილებით რომან ანთაძეს განესაზღვრა ვადა, რომ 2007 წლის 29 იანვრამდე  წარმოედგინა სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი თითოეული ლიცენზიისთვის და 2007 წლის 25 იანვარს მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი თითოეული ლიცენზიისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”,

რომან ანთაძის და სს ”ტელენეტის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონები გაიმართა 2007 წლის 30 იანვრის კომისიის სხდომაზე.

1. კომისია აღნიშნავს, რომ ქ.რუსთავში 15XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),   სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, რომან ანთაძემ №2. შესაბამისად, სს ”ტელენეტს” წილად ხვდა №3. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 15000 ლარს + ერთი ბიჯი, 750 ლარი) დააფიქსირა ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” წარმომადგენელმა, შემდეგ რომან ანთაძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დაამატა შვიდასი  ბიჯი (15000 ლარს + 525,000 ლარი), რის შემდეგაც სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონი გააგრძელეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  წარმომადგენელმა და რომან ანთაძემ, მაგრამ ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  წარმომადგენელმა შემდეგი ბიჯის დასახელებამდე შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 700 (შვიდასი) ბიჯი, სულ 540,000.00 (ხუთას ორმოცი ათასი) ლარი დააფიქსირა რომან ანთაძემ.

2. ქ.რუსთავში 17XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, რომან ანთაძემ №3. შესაბამისად, სს ”ტელენეტს” წილად ხვდა №2. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 15000 ლარს + ერთი ბიჯი, 750 ლარი) დააფიქსირა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” წარმომადგენელმა, სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა მომდევნო ბიჯის დასახელებამდე შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონი გააგრძელეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  წარმომადგენელმა და რომან ანთაძემ, მაგრამ რომან ანთაძემ შემდეგი ბიჯის დასახელებამდე შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 1 (ერთი) ბიჯი, სულ 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი დააფიქსირა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  წარმომადგენელმა.

3. ქ.რუსთავში 18XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, რომან ანთაძემ №3. შესაბამისად, სს ”ტელენეტს” წილად ხვდა №2. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 15000 ლარს + ერთი ბიჯი, 750 ლარი) დააფიქსირა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” წარმომადგენელმა, სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა მომდევნო ბიჯის დასახელებამდე შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონი გააგრძელეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  წარმომადგენელმა და რომან ანთაძემ, მაგრამ რომან ანთაძემ შემდეგი ბიჯის დასახელებამდე შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 1 (ერთი) ბიჯი, სულ 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი დააფიქსირა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  წარმომადგენელმა.

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს რომან ანთაძე  ქ.რუსთავში 15XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 540,000.00 (ხუთას ორმოცი ათასი)  ლარი .

ა)  უზრუნველყოს რომან ანთაძემ  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (162,000.00 - ას სამოცდაორი ათასი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი ლარი) ლარი ანუ 160,500.00 (ას სამოცი ათას ხუთასი ლარი) ლარის გადახდა 2007 წლის 28 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043020;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (378,000.00 - სამას სამოცდათვრამეტი ათასი ლარი) გადახდა რომან ანთაძემ განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;        

2. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”  ქ.რუსთავში 17XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.

ა) უზრუნველყოს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2007 წლის 28 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043020;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

3. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”  ქ.რუსთავში 18XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი..

ა) უზრუნველყოს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2007 წლის 28 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043020;

ბ)  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

                        კომისიის თავმჯდომარე                              დ.ქიტოშვილი

                        კომისიის წევრები                                         დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები