წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 4 აპრილის N 132/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 461 / 19

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “თანამგზავრი XXI”-მა (N TBS.FA/0052; 23.02.2006) კომისიას მიმართა განცხადებით  ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის შეცვლის  თაობაზე.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2006 წლის 4 აპრილის N 132/13 კომისიის გადაწყვეტილებით შპს “თანამგზავრი XXI”-ს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა 161.525 მჰც და 166.525 მჰც სიხშირეები. მინიჭებულ სიხშირეზე (161.525 მჰც) მუდმივი ხასიათი აქვს ტექნიკურ ხელშეშლას, ამიტომ შპს “თანამგზავრი XXI”-მა მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 4 აპრილის N 132/13 გადაწყვეტილებაში და  მისი  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიენიჭოს შპს “თანამგზავრი XXI”-ს 161.225 მჰც და 166.525 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) სიხშირეები ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;”;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                        დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები