შპს ”უსაფრთხოების სამსახური მეგაქართლისთვის” სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის № 575/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 10, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”უსაფრთხოების სამსახურმა მეგაქართლმმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 დეკემბერს, № 02279) კომისიას მიმართა განცხადებით 406.225 მჰც და 412.025 მგჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული იყო კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის № 575/13 გადაწყვეტილებით .
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნეს შპს ”უსაფრთხოების სამსახური მეგაქართლისთვის” 406.225 მჰც და 412.025 მგჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის № 575/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
