წვდომის მენიუ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 463 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს შსს საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების მთავარი სამმართველოს II სამმართველომ კომისიას მიმართა განცხადებით (№15/5/5-18, 23.07.07), ამავე განცხადებაში აღნიშნულ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზის ასაგებად სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს განცხადებაში აღნიშნულ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზის  ფუნქციონირებისათვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 30-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (№42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნებათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის, ”სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიხშირეები რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის 1 წლის ვადით ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.  საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.  აღირიცხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი. ხარებავა);

4.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მარვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                       დ. პატარაია     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები