ი/მ ”მუხრან კვარაცხელიას” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 10, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”მუხრან კვარაცხელიამ” კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/216, 16.07.07) სიხშირის მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის (მონაცემები სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ) წარმოდგენისათვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/1463-07, 17.07.07.) კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განუხილველად იქნას დატოვებული ი/მ ”მუხრან კვარაცხელიას” განცხადება სიხშირის მინიჭების შესახებ;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
