წვდომის მენიუ

შპს ”კავკასუს ონლაინსა” და შპს ”ახტელს”, შპს ”ახალ ქსელებს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 465 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 23, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 17, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლინმა”  შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” ასს-ების ტერიტორიაზე განთავსებულ შპს ”კავკასუს ონლაინის” აპარატურასთან სამუშაოების ჩატარების ნებართვის გაცემა შპს ”კავკასუს ონლაინის” 30 თანამშრომელზე.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მხრიდან ადგილი აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას; კომპანიები  სისტემატურად არ ასრულებენ 2006 წელს გაფორმებულ ინტერნეტ სერვისით მომსახურების ხელშეკრულებით  ნაკისრ ვალდებულებას,  კერძოდ: ა) ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის თანახმად, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” ვალდებულნი არიან წერილობითი განცხადების მიღების შემდეგ, აბონენტის სატელეფონო მომსახურების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მოახდინონ სააბონენტო წყვილის გადართვა სიხშირულ ფილტრზე; ბ) ხელშეკრულების 2.2.2 პუნქტის თანახმად, შპს ”ახტელი” და შპს ”ახალი ქსელები” ვალდებულნი არიან უზრუნველყონ თანამშრომლების დაშვება სატელეფონო სადგურებში წინასწარ შეთანხმებული სიის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული პროცესი გართულებულია, ხოლო დაზიანებული ნაწილის აღდგენის საშულება არ არსებობს (ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2007 წლის 21 ივლისს, რომლის თაობაზეც არსებობს საპატრულო პოლიციის აქტი); გ) ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტის თანახმად, შპს”ახტელი” და შპს ”ახალი ქსელები” ვალდებულნი არიან, საშუალების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყონ შპს ”კავკასუს ონლაინი” აპარატურის განთავსებისთვის საჭირო ფართით. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მათ წერილობით ორჯერ მიმართეს მეორე მხარეს, ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო პირობების შესრულების მოთხოვნით, რაზედაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 17 აგვისტოს კომისიაში შედგა ზეპირი მოსმენა, სადაც შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა გ.ჭელიძემ წარმოადგინა  საქმესთან დაკავშირებული ახალი მტკიცებულებები.

შპს ”ახალი ქსელებს ” და შპს ”ახტელს”  შესაგებელი აღნიშნულ დავაზე არ წარმოუდგენია.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს,  ერთ მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს  ”ახტელსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 24 აგვისტოს 16:00 საათზე;

2.  დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის თავმჯდომარე:                                                        ზ. ნონიკაშვილი                                                                            

 წევრები:                                                                             დ. პატარაია                                                                                                                                

                                                                                           გ. ფრუიძე    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები