მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის თაობაზე ზეპირი მოსმენის განმეორებითი დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 17, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 29 ივნისის N361/23 გადაწყვეტილებით კომისიამ დაიწყო ავტორიზირებულ პირთა მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
აღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2007 წლის 3 აგვისტოს.
კვლევისა და ანალიზის ჩატარების ფარგლებში კომისიამ საკითხთან დაკავშირებული ავტორიზირებული პირებისაგან წერილობით გამოითხოვა ტექნიკურ-ეკონომიკური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც მათ უნდა წარმოედგინათ ა/წლის 25 ივლისისათვის. მიუხედავად ამისა, კომპანიების ნაწილმა მონაცემები საერთოდ არ წარმოადგინა, ან წარმოადგინა ნაწილობრივ. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია საკითხის არსებითი განხილვის დაწყება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან გასულია ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ამ საკითხზე დაინიშნოს განმეორებითი ზეპირი მოსმენის სხდომა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის I ნაწილისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განმეორებით დაინიშნოს ზეპირი მოსმენა, მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის თაობაზე 2007 წლის 24 აგვისტოს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებული იქნეს 31 აგვისტოს;
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
გ. ფრუიძე
