წვდომის მენიუ

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში, გორის, ოზურგეთისა და გურჯაანის რაიონებში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულების გამოვლენის შესახ

ნომერი: 47 / 8

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2007

მიღების თარიღი იანვარი 30, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 29 დეკემბრის №582/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:

ა) 90XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.თბილისში.

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

ბ) 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გორის რაიონში.

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

გ) 9XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გორის რაიონში.

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

დ) 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ოზურგეთის რაიონში.

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

ე) 3XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გურჯაანის რაიონში.

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

            ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 15 იანვრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების  ჩატარების თარიღად -  2007 წლის 30 იანვრის 14:00  საათი;

აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს:

ა) 90XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.თბილისში - სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” და სს ”ტელენეტმა” .

ბ) 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გორის რაიონში - სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” და სს ”ტელენეტმა” .

გ) გორის რაიონში -  9XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  ოზურგეთის რაიონში 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) და  გურჯაანის რაიონში 3XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად - სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”.

კომისია აღნიშნავს, რომ  სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და სს ”ტელენეტის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონები გაიმართა 2007 წლის 30 იანვრის კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ გორის რაიონში -  9XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  ოზურგეთის რაიონში 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) და  გურჯაანის რაიონში 3XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

გორის რაიონში -  9XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  ოზურგეთის რაიონში 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) და  გურჯაანის რაიონში 3XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა, ბატონმა უ.სეთურმა თითოეული ლიცენზიისათვის, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის -  15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა;

ქ.თბილისში 90XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),   სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიას” წილად ხვდა №1. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 15000 ლარს + ერთი ბიჯი, 750 ლარი) დააფიქსირა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენელმა, რის შემდეგაც სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 1 (ერთი) ბიჯი, სულ 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი დააფიქსირა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა.

გორის რაიონში 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი)   სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიას” წილად ხვდა №1. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 15000 ლარს + ერთი ბიჯი, 750 ლარი) დააფიქსირა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენელმა, რის შემდეგაც სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 1 (ერთი) ბიჯი, სულ 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი დააფიქსირა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” გორის რაიონში -  9XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.

ა) უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2007 წლის 28 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

2. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ოზურგეთის რაიონში 7XXXX  (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.

ა) უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2007 წლის 28 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

3. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” გურჯაანის რაიონში 3XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.

ა) უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2007 წლის 28 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ქ.თბილისში -  90XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.

ა) უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2007 წლის 28 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

5. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” გორის რაიონში -  7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი),  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.

ა) უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2007 წლის 28 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

7. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

8. დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

9. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

10.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

                        კომისიის წევრები:                            დ.პატარაია

                                                                                    გ.ფრუიძე

                                                                                    ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები