წვდომის მენიუ

სს ”გლობალ ერთი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 471 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 17, 2007

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №430/8 გადაწყვეტილებით ქ.თბილისში 157XXX-159XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა სს ”გლობალ ერთი”. ამავე გადაწყვეტილებით სს ”გლობალ ერთს” „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გლობალ ერთი” - ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 3,645.00 – (სამი ათას ექვსას ორმოცდახუთი ლარი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 450.00 (ოთხას ორმოცდაათი ლარი) ლარი ანუ 3195.00 (სამი ათას ას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს”გლობალ ერთს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N104 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 157XXX-159XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 17 აგვისტომდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (8,505.00 - რვა ათას ხუთას ხუთი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773020;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (8,505.00 - რვა ათას ხუთას ხუთი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

708.75 ლარი    -   2007 წლის 17 სექტემბრამდე;

708.75 ლარი    -   2007 წლის 17 ოქტომბრამდე;

708.75 ლარი    -   2007 წლის 17 ნოემბრამდე;

708.75 ლარი    -   2007 წლის 17 დეკემბრამდე;

708.75 ლარი    -   2008 წლის 17 იანვრამდე;

708.75 ლარი    -   2008 წლის 17 თებერვლამდე;

708.75 ლარი    -   2008 წლის 17 მარტამდე;

708.75 ლარი    -   2008 წლის 17 აპრილამდე;

708.75 ლარი    -   2008 წლის 17 მაისამდე;

708.75 ლარი    -   2008 წლის 17 ივნისამდე;

708.75 ლარი    -   2008 წლის 17 ივლისამდე;

708.75 ლარი    -   2008 წლის 17 აგვისტომდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

         კომისიის თავმჯდომარე                                             ზ.ნონიკაშვილი

         კომისიის წევრები                                                        დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე                                  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები