წვდომის მენიუ

სს ”ეგრისის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 22 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 473 / 6

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 17, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (07.08.2007 №7/247-07) მიმართა სს ”ეგრისმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N22   ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ეგრისი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N22 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-1 (რვა-ერთი-ერთი), 8-1-2 (რვა-ერთი-ორი), 8-1-7 (რვა-ერთი-შვიდი) და 8-6-5 (რვა- ექვსი-ხუთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 01.10.2007. წ- მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

სს ”ეგრისი”-ს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N22   ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2007 წლის 1 ოქტომბერს შესაბამისად, სს ”ეგრისი”-ს მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N22 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტია ა) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ”ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს”.

სს ”ეგრისი”-ს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N22  ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2007 წლის 1 ოქტომბერს, გამომდინარე იქედან, რომ  აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2007 წლის 17 აგვისტოს, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტია ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2005 წლის 17 აგვისტოდან -  2007 წლის 17 აგვისტომდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.

კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ გამართულია 7 აუქციონი:

 

N

ნუმერაციის რესურსი

რესურსით სარგებ-ლობის საფასურის საწყისი ოდენობა

რესურსით სარგებლობის საფასურის აუქციონზე დაფიქსირებული ოდენობა

აუქციონის ჩატარების თარიღი

გამარჯვებული

1

 8-5-3

 (რვა-ხუთი-სამი);

 

15,000.00 ლარი

 

15,750.00 ლარი

 

02.06.2006

შპს „კომუნიკაცი-ების საკონსულტა-ციო ჯგუფი”

2

 8- 9- 1

(რვა-ცხრა-ერთი)

15,000.00 ლარი

15,750.00 ლარი

30.06.2006

შპს  “მაგთიკომი”

3

 

8-5-4 (რვა - ხუთი - ოთხი)

15,000.00 ლარი

15,750.00 ლარი

10.11.2006

შპს ”ლაგი”

4

8-7-0

15,000.00 ლარი

16,500.00 ლარი

02.02.2007

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

5

8-7-8

15,000.00 ლარი

15,750.00 ლარი

02.02.2007

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

6

8-5-8

15,000.00 ლარი

95,250.00 ლარი

13.04.2007

შპს ”ჯეოსელი”

7

8-7-9

15,000.00

15,750.00 ლარი

08.06.2007

შპს ”მობიტელი”

 

შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ერთ რესურსზე შეადგენს 27,214.28 (ოცდაშვიდი ათას ორას თოთხმეტი ლარი და ოცდარვა თეთრი). გამომდინარე იქედან, რომ სს ”ეგრისი”-ს №N22 ლიცენზიით გათვალისიწნებულია ციფრების სამნიშნა კომბინაციის 4 (ოთხი) ნუმერაციის რესურსი კერძოდ: 8-1-1 (რვა-ერთი-ერთი), 8-1-2 (რვა-ერთი-ორი), 8-1-7 (რვა-ერთი-შვიდი) და 8-6-5 (რვა-ექვსი-ხუთი), ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელმა რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა - 108,857.12 (ას რვა ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და თორმეტი თეთრი) (27,214.28.00 X 4 =108,857.12 ) .

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა სს ”ეგრისის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N22 ლიცენზიას 2007 წლის 1 ოქტომბრიდან 10 წლით - 2017 წლის 1 ოქტომბრამდე;

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N22 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 108,857.12 (ას რვა ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და თორმეტი თეთრი);

3. უზრუნველყოს სს ”ეგრისმა” -  108,857.12 (ას რვა ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის 2007 წლის 17 სექტემბრამდე გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773020;

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N22 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-1 (რვა-ერთი-ერთი), 8-1-2 (რვა-ერთი-ორი), 8-1-7 (რვა-ერთი-შვიდი) და 8-6-5 (რვა- ექვსი-ხუთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 01.10.2017. წ- მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                        კომისიის თავმჯდომარე                                          ზ.ნონიკაშვილი

                        კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                                            გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები