შპს „კორტესი-გიდაგოსთვის” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 23, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 17, 2007
შპს ”კორტესი-გიდაგომ” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/2242-07, 02.08.07), საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2006 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით №13/13, 13.01.2006 ქ.თბილისში, რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (სპორტის სასახლე) – მთაწმინდის ანძამდე მონაკვეთზე შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით მინიჭებული სიხშირის (14331.00±7 მჰც) ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”კორტესი-გიდაგოს” სიხშირე 14331.00 ± 7 მჰც ქ.თბილისში რადიოსარელეო კავშირისთვის მონაკვეთზე სტუდია (სპორტის სასახლე) – მთაწმინდის ანძა, სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 23.09.2015);
2. აღირიცხოს შპს „კორტესი-გიდაგოსთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „კორტესი-გიდაგოსთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
