წვდომის მენიუ

ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-0; 8-7-8 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ

ნომერი: 48 / 8

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 29 დეკემბრის №580/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:

ა) ნუმერაციის რესურსი - 8-7-0;

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

ბ) ნუმერაციის რესურსი - 8-7-8;

- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

  ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 16 იანვრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების  ჩატარების თარიღად -  2007 წლის 2 თებერვლის 13:00  საათი;

აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს:

ა) ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 8-7-0  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად - სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” და სს ”ტელენეტმა” .

ბ) ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 8-7-8  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად - სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” და სს ”ტელენეტმა” .

კომისია აღნიშნავს, რომ  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და სს ”ტელენეტის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონები გაიმართა 2007 წლის 2 თებერვლის კომისიის სხდომაზე.

1. ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 8-7-0  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, შესაბამისად, სს ”ტელენეტს” წილად ხვდა №1. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 15000 ლარს + ერთი ბიჯი, 750 ლარი) დააფიქსირა სს ”ტელენეტის”   წარმომადგენელმა, შემდეგ ასევე ერთი ბიჯი (საწყის საფასურს - 15000 ლარს + ორი ბიჯი, 1500 ლარი) დაამატა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა, რის შემდეგაც სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 2 (ორი) ბიჯი, სულ 16,500.00 (თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი დააფიქსირა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა.

2. ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 8-7-8  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შესაბამისად, სს ”ტელენეტს” წილად ხვდა №2. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 15000 ლარს + ერთი ბიჯი, 750 ლარი) დააფიქსირა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენელმა, რის შემდეგაც სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 1 (ერთი) ბიჯი, სულ 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი დააფიქსირა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა.

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 8-7-0  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 16,500.00 (თექვსმეტი ათას ხუთასი)  ლარი.

ა) უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,950.00 ოთხი ათას ცხრაას ორმოცდაათი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანუ 3,450.00 (სამი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდა 2007 წლის 2 მარტამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,550.00 - თერთმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი ლარი) გადახდა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

2. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 8-7-8  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.

ა) უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2007 წლის 2  მარტამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

3. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

5. დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

                        კომისიის თავმჯდომარე                 დ.ქიტოშვილი

                        კომისიის წევრები:                          გ.ფრუიძე

                                                                                ზ.ნონიკაშვილი                                                                             

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები