წვდომის მენიუ

ალექსი ვასილენკოს (პირადობის მოწმობა № ა0430918) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და მისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 485 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ, 2007 წლის 16 აგვისტოს ქ. ქუთაისში ჩატარდა რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი.

ქ. ქუთაისში 2007 წლის 16 აგვისტოს სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო სიხშირეების სრული მონიტორინგისას, გამოვლენილ იქნა, რომ  FM-106.0მჰც სიხშირეზე დაბალსიმძლავრიანი რადიოსამაუწყებლო გადამცემით, არალიცენზირებული რადიომაუწყებლობა ხორციელდებოდა. საპელენგაციო სამუშაოების შედეგად მიკვლეულ იქნა აღნიშნული სადგურის ადგილმდებარეობა, რომელიც განთავსებული იყო თაბუკაშვილის ქუჩა №171-ში, ბინა 7, რომლის მაცხოვრებელმაც ა. ვასილენკომ განაცხადა, რომ აღნიშნული რადიო სადგური ეკუთვნის მას, თუმცა იგი არ ფლობდა ინფორმაციას მასზედ, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. აღნიშნულზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000002, 16.08.07. ოქმის შედგენისას ა. ვასილენკოს მიერ რადიოსამაუწყებლო გადამცემს და ანტენას ჩაუტარდა დაუყონებლივი დემონტაჟი.

     აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ა. ვასილენკოსთვის   ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ. 

     კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა (კ. ყურაშვილი) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ა. ვასილენკო ახორციელებდა უკანონო რადიომაუწყებლობას, ვინაიდან ალექსი ვასილენკოზე კომისიის მიერ არ ყოფილა გაცემული რაიმე სახის (სიხშირული რესურსებით სარგებლობის ან/და ტელერადიოსამაუწყებლო) ლიცენზია.     აღნიშნული ქმედებით ა. ვასილენკომ დაარღვია “მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. კერძოდ,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 -ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ,,მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით”.

     კომისიას, საქმეზე შეკრებილი მასალების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და მასზე   თანდართული ფოტო მასალის, თვით ალექსი ვასილენკოს ჩვენებაზე დაყრდნობით, დადასტურებულად მიაჩნია მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 144-1 ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

    ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ალექსი ვასილენკოს მიერ გაუფრთხილებელი ბრალეულობით ჩადენილი სამართალდარღვევა გულწრფელად მონანიებულ იქნა, მან პირველივე მოთხოვნისას დაუყოვნებლივ აღკვეთა სამართალდარღვევა, რაც საქართველოს ამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილებით შემამსუბუქებელი გარემოებებია.

  კომისია, აგრეთვე, ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ უკანონო რადიომაუწყებლობა ხორციელდებოდა დაბალსიმძლავრიანი რადიო სამაუწყებლო გადამცემით და მას რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.

შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

       ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე, 34-ე, 1441-ე, 273-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 38-ე და 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:  

1. მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა ა. ვასილენკოს (პირადობის მოწმობა № ა0430918) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო;

2. გათავისუფლდეს ა. ვასილენკო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისაგან;

3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ნ. ჯავახიძემ) უზრუნველყოს გადაწყვეტილების ა.ვასილენკოსთვის დროული მიწოდება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ათი დღის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი)

კომისიის თავმჯდომარე                                                 ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი:                                                               დ. პატარაია

                                                                                            გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები