წვდომის მენიუ

შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 489 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ  22.08.2006 ს. კ. №205171703) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტს” 411.725 მჰც, 411.750 მჰც და 411.775 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები