წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 9 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 49 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 2 თებერვლის N 9 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  წარმოდგენილ N 9  სხდომის დღის წესრიგის პროექტში 4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს ”სეკურიტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს ”შავი ზღვის პროდუქტებისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) შპს ”არგონათსისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) შპს ”ჯორჯიან ფორისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 2 თებერვლის  N 9 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                                    კომისიის წევრი                                                        დ. პატარაია

                                   კომისიის წევრი                                                          გ. ფრუიძე

                                    კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები