სს “აჭარგაზისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 24, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს “აჭარგაზმა” (დამტკიცებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის №717 ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ.ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს “აჭარგაზს” 159.100 მჰც და 165.000 მჰც სიხშირეები ქ.ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს სს “აჭარგაზი”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს “აჭარგაზი”-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
