წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ,,კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, სს”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს”, შპს ,,ახალ ქსელებს”, შპს ,,ივერია ქსელსა” და შ.პ.ს,,ა

ნომერი: 495 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 15 აგვისტოს  განცხადებით მიმართა შპს  ”კავკასუს ონლაინმა”, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან”, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან”, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირთან”, შპს ,,ახალ ქსელებთან”, შპს ,,ივერია ქსელთან”  და შპს ,,ახტელთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი:

 სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომონიკაციო კომანიის”, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი”-ს, შპს ,,ახალი ქსელები”-ს, შპს,,ივერია ქსელები”-ს, შპს “ახტელი”-ს მიერ კომისიის 2007 წლის №400/9 გადაწყვეტილების მე-8 და მე-10 პუნქტების შესრულების უზრუნველყოფა.

   წარმოდგენილი განცხადება დასაბუთებულია შემდეგით:

          2007 წლის 20 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №400/9 ,,ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად სხვადასხვა მომსახურების ზონაში განისაზღვრნენ შემდეგი ორგანიზაციები: სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომონიკაციო კომპანია”, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”, შპს ,აჭარის ელექტროკავშირი”, შპს ,,ახალი ქსელები”,  შპს ,,ივერია ქსელი”, შპს ,,ახტელი”.  აღნიშნული  გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება; კერძოდ, ისინი ვალდებულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში საჯაროდ გამოექვეყნებინათ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც ასახულ უნდა ყოფილიყო ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტის ამ რესურსთან დაშვების არსებითი პირობები. ამასთან გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ისინი ვალდებულნი იყვნენ უზრუნველეყოთ შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში თანალოკაციის ფართზე სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან მსურველი ავტორიზებული პირების შეუზღუდავი, გამჭირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ უგულვებელყოფილია კომისიის მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულებები, მათი მხრიდან არა თუ არანაირ შემოთავაზებასა და კონკრეტული პირობების მითითებას არ ჰქონია ადგილი, არამედ უხეშად ირღვევა ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან დაშვების თაობაზე უკვე არსებული ხელშეკრულებები, რაც მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს კომპანიას, აფერხებს მომხმარებლების სრულფასოვან მომსახურებას, ამით კი ზარალდება არა მარტო ორგანიზაცია და მომხმარებლები, არამედ სახელმწიფოც, რადგან მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ ვალდებულებების უხეში დარღვევა იწვევს შპს ,,კავკასუს ონლაინის” შემოსავლების კლებას, რაც პირდაპირ აისახება ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების შემცირებაში.

        აქედან გამომდინარე შპს ,,კავკასუს ონლაინი” მოითხოვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ იქნას წარმოებაში განცხადება კომისიის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის I და II პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ და სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ,,საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას”, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს”, შპს ,,ახალ ქსელებს”, შპს ,,ივერია ქსელსა” და შპს ,,ახტელს” დაევალოთ დაუყოვნებლივ უზრუნველყონ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) საჯაროდ გამოქვეყნება; დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მათი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება; ,,ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის  №440/9   გადაწყვეტილების უხეში დარღვევისათვის გამოყენებულ იქნას მათ მიმართ ,,ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 თავით განსაზღვრული სანქციები.

            კომისიამ აღნიშნული საკითხი საკუთარი რეგულირების სფეროს მიაკუთვნა, მიიჩნია, რომ შპს ’’კავკასუს ონლაინის’’ განცხადება შეესაბამება ’’ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნებს და ’’ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  ერთი მხრივ, შპს ,,კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, სს”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს”, შპს ,,ახალ ქსელებს”, შპს ,,ივერია ქსელსა” და შ.პ.ს,,ახტელს” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 07 სექტემბერს, 16:00 საათზე;

2.  ეცნობოთ მოდავე მხარეებს დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;;

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის  თავმჯდომარე                            ზ.ნონიკაშვილი

             წევრები:                                        დ. პატარაია

                                                                   გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები