საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 53 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 53 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის მ/წლის 31 აგვისტოს N 53 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხის (ერთის მხრივ შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორეს მხრივ შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვის შესახებ) განხილვა მ/წლის 07 სექტემბრის ხდომის დღის წერიგის პროექტში;
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 53 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
