შპს ”სერვისლაინისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 02, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის №565/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2604 ¸ 2700 მჰც სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ”სერვისლაინი”. ამავე გადაწყვეტილებით შპს ”სერვისლაინს”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისლაინი” -ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია - ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (27,692.4 - ოცდაშვიდი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 8,792 (რვა ათას შვიდა ოთხმოცდათორმეტი) ლარი ანუ 18,900.4 (თვრამეტი ათას ცხრაასი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”სერვისლაინს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F43 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2604 ¸ 2700 მჰც სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 2 თებერვლამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) სათაო გადამცემის სადგურის ქ.ბათუმში განთავსების შემთხვევაში, ჩრდილოეთის მიმართულებით მოქმედი სექტორული ანტენის ძირითადი გასხივების აზიმუტი (Az) განისაზღვროს არაუმცირეს 300–ით, ხოლო, გამოყენებული სისტემის მიმღები ტერმინალების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აპარატურის მწარმოებლის მიერ დადგენილი ველის დაძაბულობის მინიმალური მნიშვნელობის (Emin) გეოგრაფიულ საზღვრად განისაზღვროს აღნიშნულ აზიმუტზე 30 - ე კილომეტრი. ყველა იმ გადამცემი სადგურისთვის, რომელიც შეიძლება განთავსდეს ქ.ბათუმიდან ჩრდილოეთის მიმართულებით აზიმუტურ სექტორში (300 ± 50), დაძაბულობის მინიმალური მნიშვნელობისთვის (Emin) 30-ე კილომეტრით შეზღუდვა ამავე სექტორში, მცირდება ბათუმიდან სადგურის განთავსების ადგილმდებარეობამდე მანძილის მნიშვნელობით.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (64,615.6 - სამოცდაოთხი ათას ექვსას თხუთმეტი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (დიდუბე- ჩუღურეთი) - №200122900
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - №300023021;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (64,615.6 - სამოცდაოთხი ათას ექვსას თხუთმეტი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
5,384.63 ლარი - 2007 წლის 2 მარტამდე;
5,384.63 ლარი - 2007 წლის 2 აპრილამდე;
5,384.63 ლარი - 2007 წლის 2 მაისამდე;
5,384.63 ლარი - 2007 წლის 2 ივნისამდე;
5,384.63 ლარი - 2007 წლის 2 ივლისამდე;
5,384.63 ლარი - 2007 წლის 2 აგვისტომდე;
5,384.63 ლარი - 2007 წლის 2 სექტემბრამდე;
5,384.63 ლარი - 2007 წლის 2 ოქტომბრამდე;
5,384.63 ლარი - 2007 წლის 2 ნოემბრამდე;
5,384.63 ლარი - 2007 წლის 2 დეკემბრამდე;
5,384.63 ლარი - 2008 წლის 2 იანვრამდე;
5,384.63 ლარი - 2008 წლის 2 თებერვლამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
