შპს “საქართველო XXI საუკუნისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს “საქართველო XXI საუკუნემ” (კომისიის 2006 წლის 27 იანვრის №38/1 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ლიცენზია № B14. ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა ქ. ყვარელში 103.8 მგჰც, ლაგოდეხში 101.4 მგჰც და დედოფლის წყაროში 107.7 მგჰც) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 027, 06.08.07.), ქ.თელავიდან დედოფლისწყაროს, ყვარელის და ლაგოდეხის სატელევიზიო ანძებამდე, რადიოსარელეო კავშირისთვის სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს “საქართველო XXI საუკუნეს” თელავიდან ყვარელის და ლაგოდეხის მონაკვეთზე რადიოსარელეო კავშირისთვის მიენიჭოს ამ მიზნით შერჩეული სიხშირე 408.3 მჰც ± 0.3 მჰც, ხოლო ლაგოდეხი - დედოფლისწყაროს მონაკვეთზე რადოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მიენიჭოს ამ მიზნით შერჩეული სიხშირე 409.3 მჰც ± 0.3 მჰც.
სიხშირეები განსაზღვრულია რადიოსარელეო კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის I პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “საქართველო XXI საუკუნეს” სიხშირე 408.3 მჰც ± 0.3 მჰც, გატარების ზოლით 600 კჰც ქ. თელავში, რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (აღმაშენებლის №62) – სანავარდოს (ყვარელი) ანძამდე და ბაისუბნის (ლაგოდეხი) ანძამდე, სიხშირე 409.3 მჰც ± 0.3 მჰც, გატარების ზოლით 600 კჰც ბაისუბნის (ლაგოდეხი) ანძიდან - დედოფლისწყაროს ანძამდე შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ლიცენზიის №B14 მოქმედების ვადით (ვადა 27.06.2016);
2. აღირიცხოს შპს “საქართველო XXI საუკუნისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “საქართველო XXI საუკუნისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს
(ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
