წვდომის მენიუ

ი/მ ვასილი გვიანიშვილი ”მშვილდოსნისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 502 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ვასილი გვიანიშვილი ”მშვილდოსანმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 13 ნოემბერს ს.კ. №100212958) კომისიას მიმართა განცხადებით ქ.თბილისში მეტრულ  ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

 1. მიენიჭოს  ი/მ ვასილი გვიანიშვილი ”მშვილდოსანს” 156.600 მჰც და 161.700 მჰც სიხშირეები ქ.თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს ი/მ ვასილი გვიანიშვილი ”მშვილდოსნისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ვასილი გვიანიშვილი  მშვილდოსნისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები