წვდომის მენიუ

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 503 / 14

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილი (№ 11.3-15/9823, 13.08.07.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურისთვის KAMYSH-ZARYA – 3 TBK მინიჭებული სიხშირის გამოყენების შესახებ.

    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და   მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურისთვის KAMYSH-ZARYA – 3 TBK მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე წერილის (№ 11.3-15/9823, 13.08.07.) დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები