წვდომის მენიუ

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე ნაწილობრივ თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 504 / 14

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრის წერილები (№ 11.3-09/8681, 18.07.07. და № 11.3-05/9910, 14.08.07.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის DZHANKOI – 103.0 MHz (Geneva 84 გეგმის მოდიფიკაცია) და SEVASTOPOL – 1278 KHz (Geneva 75 გეგმაში დამატება) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

     კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსადგური SEVASTOPOL – 1278 KHz, თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით, გამოიწვევს სრული ხელშემშლელი ელექტომაგნიტური ველის დაძაბულობის გაზრდას  Geneva 75 გეგმით, საქართველოსთვის განაწილებულ რადიოსაგურ BATUMI – 1287 KHz -თვის.

    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და   მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრს რადიოსამაუწყებლო  სადგურისთვის DZHANKOI – 103.0 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე წერილის (№ 11.3-09/8681, 18.07.07.) დანართში არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;

2. უარი ეთქვას უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრს რადიოსამაუწყებლო  სადგურისთვის SEVASTOPOL – 1278 KHz სიხშირის გამოყენებაზე წერილების (№ 11.3-05/9910, 14.08.07.) დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით:

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები