საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2007
მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 07 სექტემბრის N 56 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის მ/წლის 07 სექტემბრის N 56 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხის (შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებით დავის განხილვის შესახებ) განხილვა მ/წლის 14 სექტემბრის ხდომის დღის წერიგის პროექტში მონიტორინგის ჩატარების მიზნით;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 56 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 1 (ერთი) საკითხი:
ა) შპს ”სატელიტსერვისის” № F29 ლიცენზიის მოდიფიცირების, ”შპს ”სატელიტსერვისისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 360/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და შპს ”სატელიტსერვისსა” და შპს ”პირველ სტერეოს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F29 ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე).
3. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 07 სექტემბრის N 56 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
