წვდომის მენიუ

”ფიჭური სატელეფონო კავშირით, პეიჯინგური კავშირით, თრანქული სისტემით მომსახურების, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიების მოდიფიცირების შეს

ნომერი: 51 / 4

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 18 იანვარს განცხადებით მომართა შპს ”სუპერპეიჯმა” (18.01.2007 №2) ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე დროს, კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას. 

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”სუპერპეიჯი” ფლობდა №1338 ლიცენზიას, რომელიც გაცემული იყო კომისიის 2003 წლის 17 იანვრის №23/1 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა 24.01.2013 წ. ლიცენზიის საგანი: პეიჯინგური კავშირით მომსახურება 150.950 მჰც სიხშირისა და 300 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში. კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამისად მოდიფიცირებულ იქნა შპს ”სუპერპეიჯი”-ს №1338 ლიცენზია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F21  ლიცენზიად და განესაზღვრა  შემდეგი სალიცენზიო პირობები:

”ა) რადიოსიხშირე: 150.950 მჰც  ქ. თბილისში;

ბ) გადამცემის სიმძლავრე - 300 ვატი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 24.01.2013 წ;

დ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2003 წლის 17 იანვრის №23/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;

ე) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირე „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №1338 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;”

გამომდინარე იქედან, რომ დღეის მდგომარეობით შპს ”სუპერპეიჯი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F21 ლიცენზიას, აღნიშნული  ლიცენზიის  ფლობის საფუძველი კი არის კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ძალადაკარგულად გამოცხადდეს ”ფიჭური სატელეფონო კავშირით, პეიჯინგური კავშირით, თრანქული სისტემით მომსახურების, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ”  კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი და შესაბამისად გაუქმდეს შპს ”სუპერპეიჯი”-ს № F 21 ლიცენზია.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის,  54-ე მუხლისა და  ’საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ”ფიჭური სატელეფონო კავშირით, პეიჯინგური კავშირით, თრანქული სისტემით მომსახურების, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი;

2. გაუქმდეს შპს ”სუპერპეიჯი”-ს № F 21 ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს შპს ”სუპერპეიჯს”  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები:                                                                 დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები