წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ,,კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, სს”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს”, შპს ,,ახალ ქსელებს”, შპს ,,ივერია ქსელსა” და შ.პ.ს,,ა

ნომერი: 511 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 15 აგვისტოს  განცხადებით მიმართა შპს  ”კავკასუს ონლაინმა”, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან”, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან”, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირთან”, შპს ,,ახალ ქსელებთან”, შპს ,,ივერია ქსელთან”  და შპს ,,ახტელთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი:

  სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომონიკაციო კომანიის”, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი”-ს, შპს ,,ახალი ქსელები”-ს, შპს,,ივერია ქსელები”-ს, შპს “ახტელი”-ს მიერ კომისიის 2007 წლის №400/9 გადაწყვეტილების მე-8 და მე-10 პუნქტების შესრულების უზრუნველყოფა.

  წარმოდგენილი განცხადება დასაბუთებულია შემდეგით:

    2007 წლის 20 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №400/9 ,,ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად სხვადასხვა მომსახურების ზონაში განისაზღვრნენ შემდეგი ორგანიზაციები: სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომონიკაციო კომპანია”, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”, შპს ,აჭარის ელექტროკავშირი”, შპს ,,ახალი ქსელები”,  შპს ,,ივერია ქსელი”, შპს ,,ახტელი”.  აღნიშნული  გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება; კერძოდ, ისინი ვალდებულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში საჯაროდ გამოექვეყნებინათ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც ასახულ უნდა ყოფილიყო ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტის ამ რესურსთან დაშვების არსებითი პირობები. ამასთან გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ისინი ვალდებულნი იყვნენ უზრუნველეყოთ შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში თანალოკაციის ფართზე სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან მსურველი ავტორიზებული პირების შეუზღუდავი, გამჭირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ უგულვებელყოფილია კომისიის მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულებები, მათი მხრიდან არა თუ არანაირ შემოთავაზებასა და კონკრეტული პირობების მითითებას არ ჰქონია ადგილი, არამედ უხეშად ირღვევა ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან დაშვების თაობაზე უკვე არსებული ხელშეკრულებები, რაც მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს კომპანიას, აფერხებს მომხმარებლების სრულფასოვან მომსახურებას, ამით კი ზარალდება არა მარტო ორგანიზაცია და მომხმარებლები, არამედ სახელმწიფოც, რადგან მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ ვალდებულებების უხეში დარღვევა იწვევს შპს ,,კავკასუს ონლაინის” შემოსავლების კლებას, რაც პირდაპირ აისახება ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების შემცირებაში.

        აქედან გამომდინარე შპს ,,კავკასუს ონლაინი” მოითხოვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ იქნას წარმოებაში განცხადება კომისიის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის I და II პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ და სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ,,საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას”, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს”, შ.ს ,,ახალ ქსელებს”, შპს ,,ივერია ქსელსა” და შპს ,,ახტელს” დაევალოთ დაუყოვნებლივ უზრუნველყონ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) საჯაროდ გამოქვეყნება; დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მათი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება; ,,ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის  №440/9   გადაწყვეტილების უხეში დარღვევისათვის გამოყენებულ იქნას მათ მიმართ ,,ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 თავით განსაზღვრული სანქციები.

            კომისიამ აღნიშნული საკითხი საკუთარი რეგულირების სფეროს მიაკუთვნა, მიიჩნია, რომ შპს ’’კავკასუს ონლაინის’’ განცხადება შეესაბამება ’’ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნებს და ’’ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება დავის არსებითი განხილვის მიზნით დღის დანიშვნის თაობაზე 2007 წლის 31 აგვისტოს.

            2007 წლის 7 სექტემბერს კომისიამ განიხილა დავა არსებითად. სხდომას ესწრებოდნენ:

            ერთი მხრივ,

სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”,

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”,

შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი”,

შპს ,,ახალი ქსელები”, 

შპს ,,ივერია ქსელი”,

შპს ,,ახტელი”.

            მეორე მხრივ,

შპს ,,კავკასუს ონლაინი”

            მოპასუხე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მათ 2007 წელს №400/9 გადაწყვეტილებით დაევალოთ სპილენძის სააბონენტო საბაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების გამოქვეყნება, რასაც ისინი განახორციელებენ უახლოეს პერიოდში.

            კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის (კ. ყურაშვილი) კომისიის 2007 წლის 20 ივლისის  №400/9 გადაწყვეტილების მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, სპილენძის სააბონენტო საბაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს:

            ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში: სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, შპს ,,ახალი ქსელები”, შპს,, ახტელი”,

      ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში: შპს,,ახალი ქსელები”

            ქ. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონაში: შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”

            ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონაში: სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

            ქ. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონაში: სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, შპს ,,ივერია ქსელი”.

            აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია: შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი”

საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია: სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

დაეკისრათ, რომ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა 10 კალენდარული დღის ვადაში საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს კომისიის ამავე გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც ასახული უნდა იქნას ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტის ამ რესურსთან დაშვების არსებითი პირობები, ამასთან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში თანალოკაციის ფართზე სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან მსურველი ავტორიზებული პირების შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დასვება და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტა) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად, რათა შეთანხმდეს და აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო მისი ასლი წარუდგინოს კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

            ზემოაღნიშნული ვალდებულებები კომპანიების მიერ შესრულებული არ არის, რის გამოც კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,კავკასუს ონლაინის” მოთხოვოს დაკმაყოფილება კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სანქციების გამოყენების თაობაზე  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.

            კომისიამ საქმეზე დართული მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისას, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის პოზიციის მოსმენის შემდეგ, დადასტურებულად მიიჩნია კომისიის 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

            ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის და 42-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ავტორიზებული პირების მიერ, რის გამოც

გადაწყვიტა:

1.            დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის”განცხადება და  მიეცეთ წერილობითი გაფრთხილება კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-8 და მე-10 პუნქტების შეუსრულებლობის გამო; შემდეგ ავტორიზებულ პირებს:

ა) სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

ბ) შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”;

გ) შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი”;

დ) შპს ,,ახალი ქსელები”;

ე) შპს ,,ივერია ქსელი”;

ვ) შპს ,,ახტელი” .

2.   მიეცეთ ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქში აღნიშნულ ავტორიზებულ პირებს კომისიის 2007 წლის №400/9 გადაწყვეტილების მე-8 და მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს ნებაყოფლობითი შესრულებისათვის ერთკვირიანი ვადა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან;

3. დაევალოთ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების შემოწმება და სათანადო შემოწმების აქტის შედგენა 2007 წლის 24 სექტემბრამდე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაგზავნა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი)

კომისიის  თავმჯდომარე                            ზ.ნონიკაშვილი

             წევრები:                                       დ. პატარაია

                                                                   გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები