შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2007
მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, 2007 წლის 12 ივნისს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა (მ. გოთოშია), ჩაატარა შპს ”აჭარის ელექრტოკავშირის” შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი №19. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შპს ”აჭარის ელექრტოკავშირს” არ აქვს წარმოდგენილი კომისიაში ინფორმაცია სატელეფონო ტრაფიკების შესახებ, რითიც დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-მუხლის 2-ე პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიაში 2007 წლის 24 აგვისტოს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” გაფრთხილების თაობაზე.
კომისიის აპარატის მონიდტორნგის დეპარტამენტის (მ. გოთოშია) 2007 წლის 5 სექტემბრის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ დღეის მდგომარეობით აღმოფხვრილია ზემოაღნიშნული დარღვევა.
აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ მიაჩნია, რომ აღარ არსებობს შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” გაფრთხილების საფუძველი. შესაბამისად, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” გაფრთხილების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
