წვდომის მენიუ

შპს “სატელიტსერვისი”-ს № F 29 ლიცენზიის მოდიფიცირების, „შპს “სატელიტსერვისი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №360/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და შპს ”სატელიტსერვისსა” და შპს ”პ

ნომერი: 517 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (30.08.2007 №6/1232-07) მიმართეს შპს ”სატელიტსერვისმა” და შპს ”პირველმა სტერეომ” შპს ”სატელიტსერვისი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F29 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და შპს ”პირველ სტერეო”-ზე გადაპირების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სატელიტსერვისი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2.2 გჰც-დან - 2.4 გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე   მეორადი გამოყენების უფლებით;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;”

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს სიხშირეები მინიჭებული აქვს მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;

    კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში მხარეები ასევე ითხოვენ შპს ”სატელიტსერვისი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  № F29 ლიცენზიის მოდიფიცირებას, კერძოდ მეორადი გამოყენების უფლების შეცვლას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვანა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”(2.2  ¸  2.4) გჰც ზოლის, რომელიც მეორადი გამოყენების უფლებით №F29 ლიცენზიით ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე მინიჭებული აქვს შპს ”სატელიტსერვისს”,   შპს ”პირველი სტერეოსთვის” პირდაპირი გადაპირების წესით გადაცემის შემთხვევაში, გამოირიცხება  ზემოაღნიშნულ რაიონებში საეთერო ურთიერთხელშეშლის ფაქტორი,  რის გამოც,   შპს ”სატელიტსერვისი”-თვის (2.2  ¸  2.4) გჰც სიხშირული ზოლი, მეორადი გამოყენების უფლებით იქნა მინიჭებული.

    აღნიშნულიდან გამომდინარე ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე , შპს ”პირველი სტერეოსთვის” 2.2 გჰც ¸ 2.4 გჰც-მდე სიხშირული ზოლის მინიჭება შეიძლება,  მეორადი გამოყენების უფლების მითითების გარეშე. გამონაკლისს შეადგენს ქ.ქუთაისი, სადაც კომისიის 561/13 გადაწყვეტილებით შპს ”მეგა-ტვ”-ის მინიჭებული აქვს (2340მჰც ± 14მჰც) მჰც დიაპაზონი ქ.ქუთაისში მობილური რადიოსარელეო კავშირისათვის; ამიტომ, ქ.ქუთაისში აღნიშნულ დიაპაზონში, შპს ”პირველი სტერეოსთვის” მეორადი გამოყენების უფლების მითითების მოხსნა დღეისათვის შეუძლებელია.”

   ამავე დროს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მაქსიმალურად შეიზღუდოს სიხშირეების მინიჭება მეორადი გამოყენების უფლებით, ვინაიდან ეს თავისთავად ზრდის  ურთიერთხელშეშლების წარმოქმნის ალბათობას. დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესი საშუალებას იძლევა ეფექტურად იქნას ათვისებული მეტი მაღალსიხშირული დიაპაზონები, რაც თავის მხრივ, იძლევა სხვადასხვა სამსახურისათვის ნაკლებად დატვირთული დიაპაზონების გამოყენების საშუალებას. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”სატელიტსერვისი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F29 მოდიფიცირებისას სიხშირეების გამოყენება შესაძლებელი იყოს მეორადი უფლების მითითების გარეშე, ხოლო ქ.ქუთაისში 2340 მჰც ± 14 მჰც სიხშირული ზოლი გათვალისიწნებული იქნას კვლავ მეორადი გამოყენების უფლებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  შეისწავლა რა ხელშეკრულების პირობები გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას შესაძლებლად მიაჩნია მოდიფიცირდეს შპს ”სატელიტსერვისი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F29 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება „შპს “სატელიტსერვისი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს   №360/1 გადაწყვეტილებაში და განხორციელდეს აღნიშნული ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება შპს ”პირველ სტერეო”-ზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 53-ე მუხლების,  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „შპს “სატელიტსერვისი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს   №360/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F29 ლიცენზია შპს ”სატელიტსერვისს” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2.2გჰც-დან - 2.4 გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;

ბ) უზრუნველყოს შპს ”სატელიტსერვისმა”  ქ.ქუთაისში 2340 მჰც ± 14 მჰც სიხშირული ზოლით სარგებლობა მეორადი გამოყენების უფლებით რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს რომ: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

დ) უზრუნველყოს შპს ”სატელიტსერვისმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;”

2. პირდაპირი გადაპირების წესით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F29 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”პირველი სტერეო”;

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2.2გჰც-დან - 2.4 გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;

ბ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეომ”  ქ.ქუთაისში 2340 მჰც ± 14 მჰც სიხშირული ზოლით სარგებლობა მეორადი გამოყენების უფლებით რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს, რომ: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

დ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს (დ.კიკნაძე; რ.ქურდაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოდიფიცირებისა და გადაპირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა. 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

            კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ.ნონიკაშვილი

            კომისიის წევრები                                                                 დ.პატარაია

                                                                                                            გ.ფრუიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები