წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია ,,მზის” №B15 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 522 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ წერილით (№6/1224-2007) კომისიას მიმართა შპს ”ტელეკომპანია მზემ”, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი №B15 ლიცენზიის (საერთო საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) მოდიფიცირება იმგვარად, რომ შპს ,,ტელეკომპანია მზეს” მიენიჭოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობაც. კომპანიის მტკიცებით, აღნიშნული განპირობებულია მათ მიერ სხვა სამაუწყებლო ზონებში მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებით, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

     კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და კომისიის 2006 წლის 03 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის და შპს ,,ტელეკომპანია მზის” კუთვნილი №B15 ლიცენზიის მოდიფიცირებისთვის.

     ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტისა  და  საქართველოს  ,,ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია მზის” №B15 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

2.ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 5 ოქტომბერს 12.00 სთ-ზე. ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 2007 წლის 12 ოქტომბერს 16.00 საათზე.           

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “ტელეკომპანია მზისთვის”.

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ვ. შუღლიაშვილი).  

     კომისიის თავმჯდომარე                                                                               ზ. ნონიკაშვილი

           კომისიის წევრები:                                                               დ. პატარაია

                                                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები