წვდომის მენიუ

შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 524 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 03 ივლისის N 06/4-398 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№563; 22.08.07) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს”  420.600 მჰც, 420.775 მჰც, 425.700 მჰც და 425.875 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.  აღირიცხოს შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები