წვდომის მენიუ

შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”- ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 526 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-მა (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2007 წლის 6 ივლისს ს.კ. № 245598161) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ბათუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ხუთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს  ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ს  404.600 მჰც, 404.625 მჰც, 404.650 მჰც, 404.675 მჰც და 404.700 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ისთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ისთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები