წვდომის მენიუ

ი/მ “ემზარ ცინცაძისთვის ” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 528 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ “ემზარ ცინცაძემ” (რეგისტრირებული ქ.ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 148425317, 18.09.06) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (დაცვითი საქმიანობისთვის)  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს ი/მ “ემზარ ცინცაძეს” 405.850 მჰც და 405.875 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც)  ქ. ბათუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.  აღირიცხოს ი/მ “ემზარ ცინცაძისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ “ემზარ ცინცაძისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები