წვდომის მენიუ

კავშირი მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის”-ს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 529 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2007 წლის 06 ივლისის N 383/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, 2007 წლის 7 სექტემბრის N 506/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა კავშირი მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის”.

კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“  კომისიის 2007 წლის 7 სექტემბრის N 506/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კავშირ მედია ცენტრის ”ღია აფხაზეთისათვის” მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის  30% - 2004.75  (ორი ათას ოთხი ლარი და 75 თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის წინასწარ გადახდილი 10%-ის – 668.25 (ექვსას სამოცდარვა ლარი და 25 თეთრის) ლარის გამოკლებით, 1336.50 (ერთი ათას სამას ოცდათქვსმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია დამატებით აღინიშნავს, რომ კავშირმა მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” წერილობით მიმართა კომისიას და წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის მიზნებიდან გამომდინარე, მოითხოვა  FM გადამცემის განთავსების ადგილის შეცვლა ქ. ზუგიდიდის ანძიდან ურთის მთაზე. კომისია აღნიშნავს, რომ 107,2 მჰც FM გადამცემის განთავსების ადგილის ცვლილება ქ. ზუგიდიდის ანძიდან ურთის მთაზე, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ურთის ანძაზე განთავსდება ანტენა გასხივების ძირითადი მიმართულებით: აზიმუტი  3000. სხივის გასხივების კუთხე ჰორიზონტალურ სიბრტყეში 3 დბ დონეზე არაუმეტეს 600-ისა, გაძლიერება ძირითადი მიმართულებიდან +1200-ზე, არაუმეტეს -6 დბ. აღნიშნული ტექნიკური მოთხოვნების დაცვით შენარჩუნდება სამაუწყებლო ზონის საზღვრები და დაცული იქნება ელექტრომაგნიტური თავსებადობა სხვა FM რადიოსამაუწყებლო სადგურებთან.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე, 38-ე და 43-ე მუხლებისა და კომისიის  2007 წლის 18 მაისის  N 248/10გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. მიეცეს კავშირ მედია ცენტრს ”ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის N B 93 ლიცენზია ერთი გადამცემის გამოყენებით,  ქ. ზუგდიდში, 10 წლის ვადით;

2.  ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

     ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების             ადგილი

სიხშირე (მჰც) FM

პოლარიზაცია

V / H

გასხივება

აზიმუტი   (გრად.)

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(±10მ)

ზუგდიდი,

ურთის მთა,                მაგთის ანძა

107,2

V

მიმართული

3000

1000

N 42°24\'48.4\"

E 041°49\'5.8\"

35

 4.  კავშირი მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

პ) უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში;

ჟ) უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

რ) უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები - სალიცენზიო პირობები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული  ლიცენზიით;

6.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 4677.75 (ოთხი ათას ექვსას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და 75 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები

ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკი

სახელმწიფო ხაზინა

კოდი

220101222

ანგარიშის N

200122900

სახაზინო ქვეანგარიში

300773010

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

389.81 ლარი -  2007 წლის 14 ოქტომბრამდე;

389.81 ლარი -  2007 წლის 14 ნოემბრამდე;

389.81 ლარი -  2007 წლის 14 დეკემბრამდე;

389.81 ლარი -  2008 წლის 14 იანვრამდე;

389.81 ლარი -  2008 წლის 14 თებერვლამდე;

389.81 ლარი -  2008 წლის 14 მარტამდე;

389.81 ლარი -  2008 წლის 14 აპრილამდე;

389.81 ლარი -  2008 წლის 14 მაისამდე;

389.81 ლარი -  2008 წლის 14 ივნისამდე;

389.81 ლარი -  2008 წლის 14 ივლისამდე;

389.81 ლარი -  2008 წლის 14 აგვისტომდე;

389.81 ლარი -  2008 წლის 14 სექტემბრამდე.

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აცნობოს კავშირ მედია ცენტრს ”ღია აფხაზეთისათვის” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (ნ. ჯავახიძე);

ბ)  გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

გ)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (დ. კიკნაძე).

8. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება (ა. შუშანაშვილი);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ვ. შუღლიაშვილი).

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                         ზ. ნონიკაშვილი 

კომისიის წევრები                                                                    დ. პატარაია

                                                                                                 გ. ფრუიძე                                                                                               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები