საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2007
მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის N 59 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 59 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) ი/მ ”გიორგი გელაშვილი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ბ) სს ”ტელენეტსა” და შპს ”მაგთიკომს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის N 59 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
