წვდომის მენიუ

შპს ”შავი ზღვის ტერმინალისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 534 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”შავი ზღვის ტერმინალმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ლი სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის №5/4-976 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 1474; 10.09.07) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალის მშენებლობისთვის მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს ”შავი ზღვის ტერმინალს”  ქ. ფოთის და ქ. ბათუმის ტერიტორიებზე სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”შავი ზღვის ტერმინალისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”შავი ზღვის ტერმინალისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები