სს “ტელენეტსა” და შპს “მაგთიკომს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 540 / 5

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 25, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა სს “ტელენეტმა” (20.09.2007.წ №6/1352-07), და წარმოუდგინა შპს ”მაგთიკომთან” 2007 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გადაპირების შესახებ.

     კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ტელენეტი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3410.0 ÷ 3431.0 მჰც და 3510.0 ÷ 3531.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად;  

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 12 იანვრამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ე) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;

რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1,219,785.14 - ერთ მილიონ ორას ცხრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდახუთი ლარი და თოთხმეტი თეთრი) გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 12 იანვრის №12/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.”

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს ”ტელენეტი”-ს მიერ კომისიის 2007 წლის 12 იანვრის №12/1 გადაწყვეტილებით გათვალისიწნებული გრაფიკის შესაბამისად გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2007 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო საფასურის დარჩენილი ნაწილის (406,595.04 - ოთხას ექვსი ათას ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი) გადახდას საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოფს შპს ”მაგთიკომი”, რაც ასევე გათვალისწინებულია წარმოდგენილ გადაპირების ხელშეკრულებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №F41 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი”, შევიდეს ცვლილება კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და შესაბამისად,  განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს ” მაგთიკომზე”.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი”;

2. შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3410.0 მჰც ÷ 3431.0 მჰც და 3510.0 მჰც ÷ 3531.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად;  

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 12 იანვრამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: 2007 წლის 12 იანვრიდან 1(ერთი) წელი;

ე) 2007 წლის 12 იანვრიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი;

რეგიონი  2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი  3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის  რაიონები;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (406,595.04 - ოთხას ექვსი ათას ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773021;

ზ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (406,595.04 - ოთხას ექვსი ათას ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 ოქტომბრამდე;

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 ნოემბრამდე;

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 დეკემბრამდე;

101,648.76 ლარი    -   2008 წლის 12 იანვრამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს (დ.კიკნაძე; რ.ქურდაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრები                                                                 დ.პატარაია

                                                                                               გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები