წვდომის მენიუ

შპს “კომპიუტერ ლენდისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 542 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “კომპიუტერ ლენდმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 2001 წლის 13 თებერვლის N 1/4-1312 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით (№ 629 და № 630  06.09.07.) ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის ტერიტორიებზე მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „კომპიუტერ ლენდის“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს  დსთ-ს ქვეყნებში წარმოებული ლიფტების მონტაჟი, რემონტი და საექსპლუატაციო მომსახურება. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს საწარმოს სარემონტო და ავარიულ ჯგუფებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს „კომპიუტერ ლენდს“ 151.675 მჰც და 157.525 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ხოლო 151.675 მჰც და 441.325 მგც სიხშირეები ქ. ბათუმში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “კომპიუტერ ლენდისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  “კომპიუტერ ლენდისთვის”  სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები