წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 61 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 549 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 05 ოქტომბრის N 61 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 61 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 3 (სამი) საკითხი:

ა) ი/მ ”ლევან ხორგუაშვილისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს ”ვოიპნეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს.   ნ. ნიჟარაძე);

გ) საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 05 ოქტომბრის N 61 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                   კომისიის თავმჯდომარე                                                   ზ. ნონიკაშვილი

                                  კომისიის წევრი                                                    დ. პატარაია

                                  კომისიის წევრი                                                     გ. ფრუიძე   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები